ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც ვაშაძე, არახამიას გვარები ფიგურირებს.
აღნიშნული ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლ-ცენტრი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელს, დავით არახამიას ეკუთვნით.
„როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა - მაშინ, როდესაც უკრაინაში ხალხი იხოცება, არახამია საქართველოდან ევროპელი პენსიონერების ძარცვით არის დაკავებული!..“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.