ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას ინტერვიუს ეხმიანება, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ როგორც კი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში დავით არახამიას მონაწილეობა გამოიკვეთა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მისი გამართლება დაიწყო.
„მთავარი არხი“ რის მთავარი არხია, თუ რადიკალების, ამრევების და კრიმინალების „გაპრავება“ არ დაიწყო? ამოვარდა არახამიას სკანდალი, და აგერაა სასწრაფოდ „მედია“. ახლა ისეთ ანგელოზად გამოიყვანენ, სალომე ზურაბიშვილის მერე პრეზიდენტად არ დაგვაწყებინონ არახამიასთვის ხვეწნა. მაგრამ აი, იმას რამ ვუყოთ ,თუ ქართველების გარდა არახამიათი გერმანელი სამართალდამცავებიც დაინტერესდებიან?!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.