გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოების ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ.
ამჯერად, კიდევ სამი კორპუსის - მუხიანის I მიკრორაიონის N17 კორპუსის IV სადარბაზოს, მუხიანის II მიკრორაიონის N18 კორპუსის IV სადარბაზოს და გლდანის V მიკრორაიონის N11 კორპუსის X სადარბაზოს ადაპტირება განხორციელდა.
სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მისამართებზე ელექტროპანდუსები დამონტაჟდა. სამივე პანდუსის მონტაჟისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 135 000 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე წელს გლდანის გამგეობის მიერ ჯამში, 5 ელექტროპანდუსი და 1 შშმ ლიფტი დამონტაჟდა.
შესრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.