logo_geo
eng_logo
გლდანის რაიონში შშმ პირებისთვის პანდუსები მოეწყო
- +

7 მაისი. 2023. 17:13

 

 

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოების ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ. 

 

ამჯერად,  კიდევ სამი კორპუსის - მუხიანის I  მიკრორაიონის N17 კორპუსის IV სადარბაზოს,  მუხიანის  II მიკრორაიონის N18 კორპუსის IV სადარბაზოს და გლდანის V მიკრორაიონის N11 კორპუსის X სადარბაზოს ადაპტირება განხორციელდა.

 

სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მისამართებზე ელექტროპანდუსები  დამონტაჟდა. სამივე პანდუსის მონტაჟისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  135 000 ლარი დაიხარჯა.

 

მიმდინარე წელს  გლდანის გამგეობის მიერ ჯამში, 5 ელექტროპანდუსი და 1 შშმ ლიფტი დამონტაჟდა.

 

შესრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner