logo_geo
eng_logo
თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი: კანცლერის კანდიდატურის შერჩევის პროცედურა გამჭვირვალედ მიმდინარეობდა!
- +

10 მარტი. 2016. 16:16



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, გიორგი გალდავა ფიქრობს, რომ თსუ-ს კანცლერის კანდიდატურაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ხელოვნურადაა მართული.


როგორც გალდავამ „კვირასთან" საუბრისას განაცხადა, დაახლოებით სამი თვის წინ, როცა გიორგი გაფრინდაშვილმა კანცლერის პოზიციაზე განაცხადი შეიტანა და აკადემიურმა საბჭოს კანდიდატურის განხილვა დაიწყო, გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ბრალდება არავის გამოუთქვამს.


გალდავა აცხადებს,რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და მას არასამთავრობოს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


"გაფრინდაშვილის მიმართ პროტესტი სამი თვით ადრე რომ დაწყებულიყო, შესაძლოა, დავფიქრებულიყავით, გადაგვემოწმებინა მათი მხრიდან დღეს გიორგი გაფრინდაშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდებების ნამდვილობა, მაგრამ აღმოჩნდა,რომ ბოლოს, მოკლე პერიოდში გაუჩნდათ პროტესტის განცდა და ეს გარემოება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პროცესი არის ხელოვნურად მართული.

 

ცალსახად შემიძლია ვთქვა,რომ კანცლერის კანდიდატურის შერჩევის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, მას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, არ მახსენდება შემთხვევა, რომ გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ვინმეს უკმაყოფილება გამოეთქვა და ის ბრალდებები წაეყენებინა, რასაც დღეს ვისმენთ. სად იყვნენ აქამდე? ან საჩივარი რატომ არ შეიტანეს, თუ ჰქონდათ ამისი სამართლებრივი საფუძველი", - განუცხადა "კვირას" გიორგი გალდავამ.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სენატს კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს დღეს წარუდგენს. სტუდენტების ნაწილი აპირებს, აქცია გამართოს და სენატს მოუწოდოს, გაფრინდაშვილი კანცლერად არ აირჩიოს.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner