logo_geo
eng_logo
ჩაკვეტაძემ საჩემპიონო თამაშში საგოლე პასი ჩაიწერა - ქართველების „სლოვანმა“ კონკურენტი დაამარცხა
- +

7 მაისი. 2023. 22:38

 

 

ქართული სამეულის (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე) „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში, სტუმრად „დუნაისკა სტრედასთან“, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამართა და კონკურენტი დაამარცხა – 3:2.

 

საჩემპიონო ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრაში ვლადიმირ ვაისმა სამივე ქართველი ძირითად შეამდგენლობაში ათამაშა. ლიდერების მატჩამდე „სლოვანი“ კონკურენტს 2 ქულით ასწრებდა და ამ მატჩში ფრეც აძლევდა ხელს.

 

„დუნაისკა სტრედამ“ თამაში კარგად დაიწყო და მე-5 წუთზე მასპინძლები კრსტოვიჩმა დააწინაურა, თუმცა 42-ე წუთზე ლოვატმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე 1:1-ზე გავიდნენ.

 

მეორე ნახევარი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. 74-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის შესრულებული კუთხურის შემდეგ გრინმა ახლოდან ზუსტად დაარტყა და „სლოვანი“ დააწინაურა 2:1. მაგრამ 81-ე წუთზე რამადანმა წონასწორობა ისევ აღადგინა.

 

90+2-ე წუთზე ბრატისლაველებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ვლადიმირ ვაისი-უცროსმა უნაკლოდ შეასრულა და თავისი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა. ამის შემდეგ მოედანზე ვითარება დაიძაბა და თამაში შეჩერდა, მაგრამ საბოლოოდ „სლოვანმა“ მოგება ხელიდან აღარ გაუშვა 3:2.

 

30 ტურის შემდეგ „სლოვანს“ 66 ქულა აქვს, „დუნაისკა სტრედას“ (61) ხუთი ქულით ასწრებს და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner