logo_geo
eng_logo
რეპერი „მასტერი“: თუნდაც მართალი იყო, არ ვეთანხმები აგრესიულ ფორმას - მოდი, „მოლოტოვი ვისროლოთ“, სახელმწიფოს გადატრიალების მომხრე არასდროს ვიყავი, მით უმეტეს სისხლიანის
- +

8 მაისი. 2023. 00:05

 

 

„მე არ ვეთანხმები ამ ფორმას - მოდი, „მოლოტოვი ვისროლოთ“, თუნდაც მართალი იყო! 18 წელია ამ საქმეში ვარ - იმდენი ბულინგი, ცილისწამება მიმიღია, რომ რამდენჯერაც მართალი ვიყავი, ე.ი. „მოლოტოვის კოქტეილი“ უნდა მესროლა?!“, - ამის შესახებ რეპერმა „მასტერი“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

რეპერმა განაცხადა, რომ იგი აქციებზე ძალადობასა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებას არ ეთანხმება.

 

„სახელმწიფოს გადატრიალების მომხრე არასდროს ვიყავი, მით უმეტეს სისხლიანისა და აგრესიულის. თან ისიე ხდება, რომ შემდეგ ხალხი იჭყლიტება, შემდეგ პოლიტიკოსები ქრებიან. ფაქტი ასეა, ყოველთვის ასე იყო. მათ ნაკაწრი არასდროს აქვთ. ადამიანები რჩებიან თვალის გარეშე, რაც ძალიან რთულია. უბრალოდ, მე არ ვეთანხმები ამ ფორმას - მოდი, „მოლოტოვი ვისროლოთ“, თუნდაც მართალი იყო! 18 წელია ამ საქმეში ვარ - იმდენი ბულინგი, ცილისწამება მიმიღია, რომ რამდენჯერაც მართალი ვიყავი, ე.ი. „მოლოტოვის კოქტეილი“ უნდა მესროლა?! შენ რომ მართალი ხარ, არ გამართლებს ის, რომ ნებისმიერ ფორმას მიმართო. მოვა არჩევნები, შემოხაზავ, შეიცვლება მთავრობა ან - არა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ესაა დემოკრატია“, - განაცხადა რეპერმა.

 

მან ასევე სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა ფორმით გამოვლენილ კამპანიაზეც ისაუბრა. კერძოდ, ბულინგსა და შეთხზულ ფეიკ-ისტორიაზე.

 

მისივე თქმით, ლევან ბერძენიშვილზე სიმღერის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, სოციალურ ქსელში მისი წინააღმდეგ ფეიკი გავრცელდა.

 

„დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, რომ რაღაც სქრინები ვრცელდებოდა. ვერ მივხვდი, რაზე საუბრობდა. თურმე, არის ფეიკ, ყალბი პროფილი, ანუ იმ სახელითა და გვარით ადამიანი საერთოდ არ არსებობს. ფოტოები, რომელიც ედო, აღმოჩნდა, რომ ყოფილა უცხოელი ბლოგერის და ედო სქრინი, თითქოს მის დას, 12 წლის გოგოს ვწერდი რაღაც სექსუალურ მესიჯს. სრული ფეიკი იყო. 12 წლისამ, ადრეულ ასაკში ვისწავლე ფოტოშოპი და თავისუფლად შეიძლება ამის გაკეთება. მარტივი რაღაცები იყო გამორჩენილი და ეს კარგია - ტყუილს მოკლე ფეხი აქვს“, - განაცხადა რეპერმა.

 

მისი თქმით, ცილისწამების გამო მან პოლიციაში განაცხადი უკვე შეიტანა. ზემოთ აღნიშნული პროფილი კი სოცქსელიდან უკვე გამქრალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner