logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
- +

8 მაისი. 2023. 11:56

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან დიმიტრიოს კარაბალისთან.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს, ისაუბრეს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების საკითხზე.

 

საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წვლილი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით

 

მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner