logo_geo
eng_logo
„თბილსერვის ჯგუფმა“ დიდ დიღომში დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა
- +

8 მაისი. 2023. 12:07

 

 

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დიდ დიღომში, გიორგი გეხტმანის I შესახვევის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. კომპანიის 25 თანამშრომელმა მეორადი საბურავები გაიტანეს და დანაგვიანებული ადგილები სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.

 

„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს და კერძო კომპანიებს მოუწოდებს, სამშენებლო ნარჩენი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განათავსონ, რომლის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.

 

რაც შეეხება მეორად საბურავებს, საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ იმ კომპანიებს, რომლებიც საბურავების გადამუშავების სპეციალურ ნებართვას ფლობენ. მსგავსი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას მოქალაქეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც შეძლებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner