logo_geo
eng_logo
საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი საქმიანობის ისტორიაში პირველად დაამტკიცა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი
- +

2 სექტემბერი. 2016. 14:42



პოლიტიკა  განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული  თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა  თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.


გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ცესკო-ში მუდმივმოქმედმა საბჭომ შეიმუშავა, რომელიც 1 სექტემბერს ცესკო-ს სხდომაზე დამტკიცდა.


საარჩევნო  ადმინისტრაცია, ამ პოლიტიკის განხორციელებით, მნიშვნელოვან როლს  შეასრულებს საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი  მონაწილეობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, რაც სამი ძირითადი ამოცანის შესრულებით მოხდება:


1. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება გენდერული უთანასწორობის პრევენციისა და საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისთვის;


2. ინსტიტუციური პრაქტიკისა და პოლიტიკის დანერგვა გენდერული თანასწორობის მიღწევისა და სამუშაო ადგილებზე ქალების გაძლიერებისთვის;


3. პროგრამების შემუშავება  და მათში დაინტერესებული მხარეების ჩართვა საარჩევნო პროცესში გენდერული  თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა გასაძლიერებლად.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner