პოლიტიკა განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.
გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ცესკო-ში მუდმივმოქმედმა საბჭომ შეიმუშავა, რომელიც 1 სექტემბერს ცესკო-ს სხდომაზე დამტკიცდა.
საარჩევნო ადმინისტრაცია, ამ პოლიტიკის განხორციელებით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, რაც სამი ძირითადი ამოცანის შესრულებით მოხდება:
1. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება გენდერული უთანასწორობის პრევენციისა და საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისთვის;
2. ინსტიტუციური პრაქტიკისა და პოლიტიკის დანერგვა გენდერული თანასწორობის მიღწევისა და სამუშაო ადგილებზე ქალების გაძლიერებისთვის;
3. პროგრამების შემუშავება და მათში დაინტერესებული მხარეების ჩართვა საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა გასაძლიერებლად.