logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე ელისო კილაძეს: თქვენს აქტივისტებს ხან ირაკლი კობახიძის წიგნების დაწვა დაავალეთ, ხან მისი ლექციის ჩაშლა სცადეთ, თუმცა, თქვენს „ვითომ სტუდენტ“ აქტივისტებს თსუ-ს სტუდენტებმა ღირსეული პასუხი გასცეს
- +

8 მაისი. 2023. 14:16

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და ელისო კილაძე დიდი ხანია ცდილობენ სტუდენტების და ახალგაზრდების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან არცერთი ღირსეული სტუდენტი არ იკადრებს არც წიგნების დაწვას და არც ლექციაზე ობსტრუქციის მოწყობას, ამას მხოლოდ თქვენი უპასუხისმგებლო აქტივისტები გააკეთებენ,“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის შესახებ ტყუილების, ფეიკების და დეზინფორმაციის გავრცელებას, ელისო კილაძეს ურჩევნია ქოლ-ცენტრების თემაზე სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლოს და არსებულ კითხვებზე გასცეს პასუხი.

 

„ქოლ-ცენტრების სკანდალის გადასაფარად ყველაფერს აკეთებს, ჯერ ბავშვის გარშემო ატეხილი სკანდალის გამოყენება სცადა, ახლა ირაკლი კობახიძეს და თსუ-ს მიადგა. ჯერ ერთი ეს არ არის ლექცია, მეორე ეს არ არის უნივერსიტეტი, პარლამენტია ელისო, პარლამენტი. ირაკლი კობახიძეს ასწავლით, სად და რა თემაზე უნდა ესაუბროს სტუდენტებს? ხან მისი წიგნების დაწვა დაავალეთ თქვენს აქტივისტებს, ხან მისი ლექციის ჩაშლა სცადეთ, თუმცა თქვენს „ვითომ სტუდენტ“ აქტივისტებს თსუ-ს სტუდენტებმა ღირსეული პასუხი გასცეს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და ელისო კილაძე დიდი ხანია ცდილობენ სტუდენტების და ახალგაზრდების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან არცერთი ღირსეული სტუდენტი არ იკადრებს არც წიგნების დაწვას და არც ლექციაზე ობსტრუქციის მოწყობას, ამას მხოლოდ თქვენი უპასუხისმგებლო აქტივისტები გააკეთებენ. ირაკლი კობახიძის შესახებ ტყუილების, ფეიკების და დეზინფორმაციის გავრცელებას ჯობია ქოლ-ცენტრების თემაზე სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლოთ და თქვენს გარშემო არსებულ კითხვებზე გასცეთ პასუხი!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner