logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ასეთი მორალი აქვს რადიკალურ ოპოზიციას - ითხოვს უკრაინის დროშის ჩამომხსნელის დაპატიმრებას და ასევე დაჟინებით ითხოვს ციხიდან გათავისუფლდეს პირი, რომელმაც პოლიციას ცეცხლი წაუკიდა
- +

8 მაისი. 2023. 16:07

 

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, უკრაინის დროშის ჩამომხსნელი პირის და პოლიციელებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ლაზარე გრიგორიადისის მიმართ, ოპოზიციის წარმომადგენლების განსხვავებულ დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში აფასებს.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მორალი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დროშის ჩამომხსნელის დასჯის პარალელურად, მოითხოვოს პოლიციისთვის ცეცხლის წაკიდებაში ბრალდებული პირის გათავისუფლება.

 

„აი ასეთი მორალი აქვს რადიკალურ ოპოზიციას: 1 - უკრაინის დროშის ჩამომხსნელის დაპატიმრებას ითხოვს; 2 - ასევე დაჟინებით ითხოვს ციხიდან გათავისუფლდეს პირი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით პოლიციას ცეცხლი წაუკიდა,“ - წერს ედიშერ გვენეტაძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner