logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საინტერესო იქნება „სისხლისა და რევოლუციის“ ე.წ. ტრენინგებზე სასამართლოზე ეჭვმიტანილთა პასუხები
- +

8 მაისი. 2023. 16:57

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს სურამში პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ტრენინგში მონაწილე-მენტორების სიას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია რევანშისტების ამ სეგმენტის საქმიანობის და სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სამართალდამცველთა დროული და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხები. როგორც ანალიტიკოსი წერს, უამრავ შეკითხვას ბადებს ასევე IRI-ს ადგილობრივი ოფისის სპონსორობა.

 

„დასახელება და შერცხვენა (naming & shaming) მხოლოდ არ კმარა. აუცილებელია რევანშისტების ამ სეგმენტის საქმიანობის და ე.წ. ბანაკებში სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სამართალდამცველთა დროული და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხები. სავარაუდოდ, ეს სია უფრო ვრცელია. უამრავ შეკითხვას ბადებს ასევე IRI-ს ადგილობრივი ოფისის სპონსორობა. საინტერესო იქნება „სისხლისა და რევოლუციის“ ე.წ. ტრენინგებზე სასამართლოზე ეჭვმიტანილთა პასუხები. ამათნაირ დესტრუქციულებს აშშ-ში თუ ევროპაში აქვთ და ექნებათ უდიდესი პრობლემები სამართალთან,“ - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner