logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა ზურა ჯაფარიძის ტრენინგზე: უბედურება ის არის, რომ ახალგაზრდებს უსპობენ მომავალს, თავისნაირ მონსტრებად ზრდიან და რამე რომ მოხდეს, მათზე შეიწმენდენ ხელებს
- +

8 მაისი. 2023. 17:03

 

 

„ეს უკვე სახუმარო თემა არ არის. გარდა იმისა, რომ ემზადებიან ქვეყნის ასარევად და კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, რაშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ეხმარებიან (IRI მთავარი დამფინანსებელი),“ - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში სურამში პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ტრენინგში მონაწილე-მენტორების შესახებ.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, უბედურება ისაა, რომ ახალგაზრდებს უსპობენ მომავალს, თავისნაირ მონსტრებად ზრდიან და რამე თუ მოხდა მათზე შეიწმენდენ ხელებს. ამიტომ სასწრაფოდ ზომებია მისაღები.

 

„ის როგორ არის ლუკას სახარებიდან: „რამე თუ არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს, არცა საიდუმლო, რომელიც არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს“. თუმცა ამ ადამიანებმა, რომლებმაც თავისი სიცოცხლე სამშობლოს ღალატს დაუკავშირეს, საიდან უნდა იცოდეს ეს ოქროს სიტყვები. ეს უკვე სახუმარო თემა არ არის. გარდა იმისა, რომ ემზადებიან ქვეყნის ასარევად და კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, რაშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ეხმარებიან (IRI მთავარი დამფინანსებელი). აქ ყველაზე უბედურება ის არის, რომ ახალგაზრდებს უსპობენ მომავალს, თავისნაირ მონსტრებად ზრდიან და რამე რომ მოხდეს, მათზე რომ შეიწმენდენ ხელებს, ეს ხომ ყველას გვინახავს და ვიცით, ამიტომ სასწრაფო ზომებია მისაღები. მე იურისტი არ ვარ და ვთხოვ იურისტებს, შეაფასონ ამ ჯგუფის ქმედებები და სახელმწიფომ იმოქმედოს დროულად კანონის მთელი სიმკაცრით,“ - წერს ნინო ფოჩხუა ფეისბუქზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner