logo_geo
eng_logo
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება განიხილა
- +

8 მაისი. 2023. 19:54

 


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ (ვალიდაციის შეთანხმება)“ შეთანხმების თაობაზე იმსჯელა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დოჭვირის განმარტებით, 2019 წლის 31 ოქტომბერს მიუნხენში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის საპატენტო უწყების მიერ ხელი მოეწერა ვალიდაციის შეთანხმებას, რომლის მე-11 მუხლის შესაბამისად, იგი ძალაში შედის საქართველოს მიერ ამ შეთანხმების დანართის შესაბამისი დებულებების კანონმდებლობაში ასახვის შემდეგ.

ბექა დოჭვირმა სხდომაზე ვალიდაციის შეთანხმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მესამე მოსმენით წარადგინა „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიცირებას და განხილულ კანონპროექტებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner