logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალი თაობა დავიცვათ იმ მავნე ზეგავლენისგან და დამაზიანებელი პროპაგანდისგან, რომელიც მათ ძალადობისკენ მოუწოდებს
- +

8 მაისი. 2023. 20:47

 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველმა გუნდმა და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები იყვნენ დაცულები იმ დამაზიანებელი პროპაგანდისგან, რომელიც მათ ძალადობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის კვირის“ გამოძიებას „გირჩის“ ახალგაზრდულ ბანაკებზე.

ეს არ არის ევროპა, ეს არ არის საქმიანი პოლიტიკა. ჩვენ და საზოგადოებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ახალი თაობა დავიცვათ იმ მავნე ზეგავლენისგან და დამაზიანებელი პროპაგანდისგან, რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებს მათ“, - ამბობს თალაკვაძე.

რას ასწავლიან ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. საკითხით „იმედის კვირის“ ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც ერთ ერთმა მონაწილემ „იმედს“ ტრენინგიდან ჩანაწერი მიაწოდა. ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც „იმედს“ ასევე წყარომ მიწოდა, ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად და რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner