ქოლცენტრებზე“ ჩემი ეჭვები გამოვთქვი, რა მიზანი შეიძლება ყოფილიყო, წარმატებული საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს და ამის ინიციატორია საქართველო, პროცესის მონაწილეა ქართული მხარე, ოპოზიციის მიზანია, ამ წარმატებულ პროცესს პრობლემები შეექმნას და მოხდეს წინმსწრებად ზედმეტი ჩახედვა საგამოძიებო პროცესში, რა მტკიცებულებები არსებობს ამა თუ იმ ადამიანის წინააღმდეგ იმისათვის, რომ შემდეგ დაიზღვიონ სხვადასხვა ბრალდებისგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ შემოიტანონ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი სკანდალი.
„ზოგადი ტრენდია – ჩვენს ოპოზიციას გარკვეული საყმაწვილო სახადი აქვს საგამოძიებო კომისიების სახით. იმის ნაცვლად, რომ დაკავებული იყვნენ 12 რეკომენდაციის მიმართულებით კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობით, ახლა რატომღაც არიან იმ განწყობაზე, რომ ყველას უნდა გახდეს გამომძიებელი და თითქოს რაღაც საკითხები იძიოს. სინამდვილეში, ტრენდის საბოლოო მიზანია ის, რომ შემოიტანონ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი სკანდალი, ფაბრიკაცია სკანდალია. ეს საბოლოო ჯამში ერთადერთ მიზანს ემსახურება – თუ იქნება ნეგატიური პოლიტიკური ფონი და გაღრმავებული პოლარიზაცია და სკანდალები, როცა იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება მისაღები სტატუსზე, რომ რამენაირად მიაღწიონ ნეგატიურ გადაწყვეტილებას, როგორც ამას შარშან ივნისში მიაღწიეს, როცა ეს ფონი შეუქმნეს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როცა ცალკე ოპოზიცია და ცალკე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთხმად მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამას სტატიებს უძღვნიდნენ და ცდილობდნენ, რომ მეცნიერულად დაესაბუთებინათ, რამდენად არ იმსახურებს ქართველი ხალხი ამას, ვინც ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის ბრძოლა გადაიტანა. ამ უძღვნიდნენ კვაზი სამეცნიერო სტატიებს და ბრიუსელში დადიოდნენ, ოთახების შესასვლელებს ატალახებდნენ, რომ რამენაირად დაერწმუნებინათ საკუთარი პოლიტიკური პარტნიორები, რომ ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის ერთი მიზეზის გამო, რადგან იციან, რომ კანდიდატის მონიჭების თვალსაზრისით პროგრესი იქნება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების გამარჯვება. არ უნდათ, რომ ქართველმა ხალხმა და არჩეულმა ხელისუფლებამ პოლიტიკურად გაიმარჯვოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.