logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: არახამიას განცხადებები საქართველოს და უკრაინის მეგობრობას აზიანებს
- +

8 მაისი. 2023. 22:58

 


უკრაინის პარლამენტის წევრი იცლის საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ისეთი განცხადებებისთვის, რომელიც აზიანებს საქართველოს და უკრაინის მეგობრობას..., - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ რითაც გამოეხმაურა დავით არახამიას განცხადებებს.

რა თქმა უნდა სხვა კომენტარს ჩვენ ახლა არ გავაკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის“, - აცხადებს თალაკვაძე.

დავით არახამიას თქმით, თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის პირადად სთხოვს უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ელჩის დანიშვნას. ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. არქახამიას განცხადებით, მოქმედი მთავრობა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner