კანადამ გააძევა ჩინელი დიპლომატი ჟაო ვეი მას შემდეგ, რაც დაზვერვამ ის დაადანაშაულა კანადელი დეპუტატის შევიწროების მცდელობაში.
„კანადამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბ-ნი ჟაო ვეი პერსონა ნონ გრატად. გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა არსებული ფაქტორის გულდასმით განხილვის შემდეგ“, - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განცხადებაში.
ჩინეთს ბრალად ედება ჰონკონგში დეპუტატ მაიკლ ჩონგის და მისი ნათესავების დაშინების მცდელობა მას შემდეგ რაც მან ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, ოტავას მიერ ჩინელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოჰყვა კანადის დაზვერვის ანგარიშს, რომელიც გამოცემა „Globe and Mail“-ში გავრცელდა და რომლის თანახმადაც ჟაო ვეი მაიკლ ჩონგის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში მონაწილეობდა.
ჩინეთმა განაცხადა, რომ არასოდეს ჩარეულა კანადის საშინაო საქმეებში და არ არის დაინტერესებული ამით.
ჩინეთის გენერალურმა საკონსულომ ტორონტოში განაცხადა, რომ ჩონგის გაძევება სრულიად უსაფუძვლოა.