რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საერთაშორისო ბნელი ძალები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" სიცოცხლე გაუხანგრძლივონ და ამაში მათ ქართული მედიაც აქტიურად ეხმარება.
„იმის მერე, რასაც ახალაიები, მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა მანქურთები სჩადიოდნენ, ნაციონალები ამ მიწაზე საერთოდ როგორ დადიან?! ბოკერია, ბარამიძე, ბაქრაძე ქუჩაში როგორ გამოდიან?!
ჩვენს საზოგადოებას ვეკითხები - როგორ შეიძლება, გიგა ბოკერიას ხელი ჩამოართვათ, ან ბაქრაძესთან ერთად სუფრას მიუსხდეთ და ჭიქაზე ჭიქა მიუჭახუნოთ?!"- აცხადებს გოგა ხაინდრავა.