logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
- +

9 მაისი. 2023. 10:09

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელი „ტვიტერზე“ თავად იუწყება.

 

„სასიამოვნოა კიევში დაბრუნება. სადაც ჩვენთვის ძვირფას ღირებულებებს ყოველდღე იცავენ. ამიტომ, ეს არის ღირსეული ადგილი „ევროპის დღის“ აღსანიშნავად“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

ის მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, უკრაინაში 9 მაისის „ევროპის დღედ“ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა კიევის რკინიგზის სადგურზე გადაღებული ფოტო, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისი დახვდა.

 

ცნობილია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner