logo_geo
eng_logo
ლევან ბეჟაშვილი არახამიას განცხადებაზე: ევროპასა და აშშ-ში ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებში მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური, კანონიერი გზით შეცვლა
- +

9 მაისი. 2023. 11:13

 

 

არის თუ არა დავით არახამიას განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა - ამის შესახებ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში განცხადებები გაკეთდა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ არახამია დასავლეთის პოზიციას იმეორებს და ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად არ უნდა შეფასდეს.

 

„ვფიქრობ, ეს განცხადება არ უნდა ჩაითვალოს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად. ეს არის ოფიციალური დამოკიდებულება, პოზიცია, რომელიც აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ბევრ ქვეყანაში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავისთავად, ყველას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებში მოხდება ხელისუფლების კონსტიტუციური, კანონიერი გზით შეცვლა, ვინაიდან დღეს „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს საქართველოს ხალხის პოზიციას. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

 

რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება. პარალელურად, არახამია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს მთავრობა არ იმსახურებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner