logo_geo
eng_logo
რატომ დაურეკეს ვაშაძემ და სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძეს?
- +

2 სექტემბერი. 2016. 15:09



„დემოკრატიული მოძრაობის„ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „არჩევანშ" გრიგორი კარასინთან გამართული ის შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მას აგვისტოს ომამდე არსებულ საფრთხებზე ესაუბრა.



ბურჯანაძის თქმით, სანამ 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ერთი თვით ადრე, საქართველოში საგანგებო ვიზიტით გრიგორი კარასინი იმყოფებოდა.



მე უკვე აღარ ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და არც მიფიქრია მასთან შეხვედრა. ამის მიუხედავად, მე დამირეკა ჯერ ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ, შემდეგ ბატონმა სააკაშვილმა და მთხოვეს, კარასინს შევხვედროდი. მე მაშინ ოფისიც კი არ მქონდა და სახლში მეწვია, სადაც დემოკრატიული მოძრაობის" ფონდის ოფისი გვქონდა პრაქტიკულად გაკეთებული.

ბატონმა კარასინმა თქვა, რომ ის ჩამოვიდა საგანგებოდ, რომ პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრისათვის ეთქვა - ოსეთში ვითარება იძაბება, რომ რუსეთს არ მოსწონს ის სიგნალები, რომელიც საქართველოდან მიდის, მოსალოდნელია ომი. მან თქვა - ეს ომი საქართველოსათვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს დაანგრევსო. ეს იყო გაფრთხილება.

კარასინს კარი არ ჰქონდა დაკეტილი, რომ ტელეფონი ავიღე, დავურეკე ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრს და შემდეგ პრეზიდენტს და გავაფრთხილე - თუ ჩვენ ჩავერთვებოდით საომარ მოქმედებებში, ეს გამოიწვევდა ქვეყნის დანგრევას. არც ერთმა ეს ყურად არ იღო",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner