logo_geo
eng_logo
ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი: კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება
- +

9 მაისი. 2023. 12:24

 

 

„საჭიროა მოსთხოვოთ თქვენს წარმომადგენლებს შესაბამისი რეფორმები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“, - ამის შესახებ ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა.

 

ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია.

 

„რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოსთან და ვიცი, რამდენად პროევროპელია საქართველოს მოსახლეობა და ძალიან პოლარიზებულია საქართველოს პოლიტიკური გარემო. ევროპული რეფორმების დღის წესრიგი არის ის, რის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები და იმედი მაქვს, რომ მმართველ პარტიაში დარჩებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას მთავარ მიზნად აღიქვამენ“, - განაცხადა კეტი პირმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner