„ერთ წელზე მეტია წვალობენ და ამ ქალმა მოახერხა ეთქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, „მაგრამ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.
ნიკოლეიშვილის შეფასებით, კეტი პირიმ დაადასტურა, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საქართველოში ეროვნულ იდენტობაზე, კულტურასა და ტრადიციებზე დაფუძნებულ პოლიტიკას გაატარებს, ევროპის სოციალისტური პარტია მხარს არ დაუჭერს.
„ერთ წელზე მეტია წვალობენ და ამ ქალმა მოახერხა ეთქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა.
უარი თქვით ტრადიციებზე, კულტურაზე, ეროვნულ იდენტობაზე და ფასეულობებზე, თორემ თქვენი ადგილი პროგრესულ ევროპაში არ არის, მაგ პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკურ ძალას ჩვენ არ გავახარებთო. დიახ, არ მოგესმათ - ეს თქვა ზუსტად და გარკვევით!!!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
https://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=207672