logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკიმ და დეპუტატებმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს
- +

9 მაისი. 2023. 13:18

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატებთან ერთად, თბილისში, კიკვიძის სახელობის პარკში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

 

პარლამენტის წევრებმა კიკვიძის პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

 

„უამრავი ადამიანი დაკარგა საქართველომ მეორე მსოფლიო ომში. ვულოცავ მათ გამარჯვებას და ზოგადად, საქართველოს ვუსურვებ გამარჯვებას, წინსვლას, სტაბილურობას. იმ ოჯახებს, ვინც დაკარგა ახლობლები, კიდევ ერთხელ უნდა მივუსამძიმროთ.

 

ჩვენ გვახსოვს ის გმირები, ვინც დაიღუპნენ მეორე მსოფლიო ომში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

გიორგი ვოლსკისთან ერთად, დეპუტატები: ეკა სეფაშვილი, გრეტა წიწავა, ავთანდილ ენუქიძე,  ბეჟან წაქაძე და ფრიდონ ინჯია იმყოფებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner