logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტს შეხვდა
- +

9 მაისი. 2023. 13:39

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯორჯ ველას შეხვდა.

 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და მალტას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებთ. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის ნეგატიურ შედეგებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე, საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

 

ჯორჯ ველამ ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი მალტის მხარდაჭერა დააფიქსირა.

 

საპარალამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner