„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2008 წლის ომი ომი დაიწყო სააკაშვილმა.
„ჩვენ უნდა დავაინტერესოთ რუსეთი იმ ხელშეკრულებების დაცვაში, რომელიც იდება რუსეთთან. თუ არა და, მაშინ შეგიძლიათ იბრძოლოთ, მოიგოთ ომი, გაყარეთ რუსული ჯარები საქართველოდან, შებრძანდით NATO-ში და თუ გნებავთ გადავსახლდები ამ ქვეყნიდან. ვერ მოხდება ეს, ოცნებებს თავი დავანებოთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ვერავითარი ძალა რუსეთს საქართველოდან ჯარებს ვერ გააყვანინებს.