logo_geo
eng_logo
რესპუბლიკური პარტია 35-მა წევრმა დატოვა
- +

2 სექტემბერი. 2016. 15:29



რუსთავში რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის რიგები 35 წევრმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური პარტიის ახლა ყოფილმა წევრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.


პარტიიდან გასული წევრები ემიჯნებიან „რესპუბლიკელებს" და საპარლამენტო არჩევნებზე მხარს „ქართული ოცნებას" და მის მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერენ.



რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემიჯნოთ და დავტოვოთ პარტია. ჩვენი ხედვები და ამოცანები სრულ თანხვედრაშია პარტია ,,ქართულ ოცნებასთან", რის გამოც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით ქართულ ოცნებას" და მის მიერ წარდგენილ მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ადგილობრივი ორგანიზაცია დატოვა პარტიის კომიტეტის 5 წევრიდან სამმა და 68 წევრიდან 35-მა", - განაცხადა ოთარ ჩხაიძემ.

 


რესპუბლიკური პარტიის ახლა უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პარტიის რიგებს 2012 წელს შეუერთდნენ, როცა რესპუბლიკური პარტია კოალიცია „ქართული ოცნების"  წევრი იყო, რათა რუსთავის ორგანიზაცია გაეძლიერებინათ. ახლა კი, როცა „რესპუბლიკელებმა" კოალიცია დატოვეს, ისინიც ემიჯნებიან და ტოვებენ მათ რიგებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner