კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ამ მოვლენას საქართველოდან 300 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა და სწორედ მათ თავდადებაზე დგას მთელი მსოფლიოს მთავარი ტრიუმფი უახლეს ისტორიაში.
„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეოცე საუკუნის ამ უდიდეს მოვლენას, ჩვენი ქვეყნიდან, 300 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა (იმ დროისათვის, საქართველოს მოსახლეობის 1/5). სწორედ ამ თაობის თავდადებაზე დგას არამხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს მთავარი ტრიუმფი უახლეს ისტორიაში. დღეს დიდი სამამულო ომის 114 ვეტერანი გვყავს საქართველოში, გმირობის და შეუპოვრობის ცოცხალი სიმბოლოები და პირველ რიგში უდიდესი პატივისცემა და დღეგრძელობა მათ. ჩვენი წინაპრების გაწეული ღვაწლი ცალსახად ეროვნული სიამაყის საფუძველია. გილოცავთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ლიბერალური ფაშიზმის მედროშეებს კი, თანაგიგრძნობთ“, - წერს ბაჩო ოდიშარია.