logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: „ბოლშევიკი“ მარქსისტები ზუსტად იმავე დამოკიდებულებით ახდენდნენ კლასობრივ ბრძოლას სამღვდელოების, ინტელიგენციის, ტრადიციული ღირებულებების მიმართ
- +

9 მაისი. 2023. 16:56

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, „მაგრამ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.

 

ქადაგიძის თქმით, 100 წლის წინ მილიონობით ადამიანი დაიხვრიტა, „პროლეტარიატის დიქტატის“ სახელით, ახლა კი ან სრულად დაემორჩილები „ახალ მსოფლიო წესრიგს“, ან არადა, ჩაირეცხები, განეიტრალდები ლიბერალური პროგრესის სახელით. „კლასობრივი ბრძოლა“ 21-ე საუკუნეში... "„ბოლშევიკი“ მარქსისტები ზუსტად იმავე დამოკიდებულებითა და საკუთარი უნიკალურობის ფეტიშით ახდენდნენ კლასობრივ ბრძოლას სამღვდელოების, ინტელიგენციის, ტრადიციული ღირებულებების მიმართ.

 

„პროლეტარიატის წინაშე, ყველა მდაბიო და ჩამორჩენილი იყო. მარქსი იყო ღმერთი და დარვინი მისი მოციქული. ახლაც ასეა, პროგრესი და მომავალი ლიბერალ ფაშისტებს ეკუთვნით, დანარჩენი სიბნელეა, უკუნი და რეტროგრადობა. „ახალი მსოფლიო წესრიგია“ სახარება, ხოლო კუბილიუსი, კრამონი, ფოტიგა და დეგნანი განმანათლებლები. 100 წლის წინ, მილიონობით ადამიანი დაიხვრიტა, „პროლეტარიატის დიქტატის“ სახელით, ახლა კი ან სრულად დაემორჩილები „ახალ მსოფლიო წესრიგს“, ან არადა, განიდევნები, ჩაირეცხები, განეიტრალდები ლიბერალური პროგრესის სახელით,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner