ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ისინი 1941-1945 წლების აღმნიშვნელ მემორიალთან შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიების შემდეგ სოფელ ახალქალაქში ომის ვეტერანს, 99 წლის შალვა გოჩიტაშვილს ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ომის ვეტერანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად 1000 ლარი გადასცა.