აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პაკეტი მიზნად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების საარტილერიო ჭურვების მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა.
მასში შევა: საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა; დასავლური გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა; დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა; 155 მმ საარტილერიო ჭურვები; კომერციული სატელიტური გამოსახულების მომსახურება; და წვრთნებში, შეიარაღების შეკეთებასა და მომსახურებაში დახმარება.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას, რათა უკრაინას ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებების და უსაფრთხოების გრძელვადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო შესაძლებლობები მიეწოდოს“, - წერია განცხადებაში.