logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: სანდრა რულოვსის განცხადება ცინიკურია!
- +

2 სექტემბერი. 2016. 15:30



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გადაცემა „20/30"-ში განაცხადა. რომ სანდრა რულოვსის განცხადება ცინიკურია. მისი თქმით, ეს არის პირდაპირი აღიარება იმ დანაშაულებისა, რასაც მისი მეუღლე წლების განმავლობაში ჩადიოდა.



წლები გადის და რაღაც იჩრდილება. ჩვენ კი, ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს და ამაზე შვილებს ვესაუბრებოდეთ. ამ კადრებს მომავალ თაობას უნდა ვაჩვენებდეთ, რათა ეს ძალადობა და ბოროტება, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება 10 წლის მანძილ სჩადიოდა, აღარასოდეს განმეორდესგოგა ხაინდრავას ფილმი ძალიან სერიოზული ფილმია, რომელშიც ნაჩვენებია ის რეალობა, რა ტრაგედიაშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა.

ჩვენი საზოგადოება თეთრს შავისგან ვერ არჩევს ხოლმე. ეს მოხდა ვარდების რევოლუციის" დროს, როცა ჰუმანიზმისა და მაღალი იდეალების  სახელით, ხელისუფლებაში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ჯგუფი მოვიდა, რომლებმაც ფსიქიკური ტრავმები ბავშვობაში მიიღეს და შემდეგ, ეს გაბოროტება საზოგადოებაზე გადმოანთხიეს. ამიტომ, ჩვენ პოლიტიკოსების ბავშვობის და სტუდენტობის წლებიც უნდა ვიცოდეთ, ვიცნობდეთ მათ ფსიქიკას; ვიცოდეთ, ვინ გაიზარდა ლაღად, ვინ იყო დატერორებული და დაკომპლექსებული",- განაცხადა ინაშვილმა.



მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" ის ორი-სამი მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს, რომელიც ჰყავს.



შავის და თეთრის გარჩევის პრობლემა დღესაც დგას, თორემ ნაცმოძრაობას" ის 2-3 მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს, რომელიც ჰყავს. სანდრა რულოვსის განცხადება ცინიკურია. ეს არის პირდაპირი აღიარება იმ დანაშაულებისა, რასაც მისი მეუღლე წლების განმავლობაში ჩადიოდა. ამ ქვეყანას ძლიერი ხელი, ძალადობა და ტერორი კი არ სჭირდება, არამედ - ქართველი ერის მოყვარული ხელისუფლება, რომელიც დუბინკებს" და როზგებს არასოდეს დაუშვებს. თუ ვინმეს სჯერა, რომ სანდრა რულოვსი და მისი მეუღლე ამ ქვეყანას გაახარებენ, მისი საქმე ცუდადაა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის არჩევანი ნაციონალური მოძრაობა" და ტერორი არ არის", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner