logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მალტა არის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი არა მხოლოდ საქართველოს წინსვლის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ
- +

9 მაისი. 2023. 20:19

"დღეს, მალტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ისევე, როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ მალტა არის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი არა მხოლოდ საქართველოს წინსვლის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

ამ საუბრების შედეგად ჩვენი მალტელი კოლეგებისთვის დიდი მადლობა გვეთქმის, ეს ნამდვილად არის დიდი მოტივაცია ჩვენი ხალხისთვის, როცა გვეგულება ქვეყანა, რომელიც ასეთი გულმხურვალე გულშემატკივარია ჩვენი ევროპული გზის. რაც შეეხება იტალიაში სამუშაო ვიზიტს, იტალიაში იქნება შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან. დარწმუნებული ვარ, რომ იქაც ისეთივე მხარდაჭერა, რაც მალტაში ვიგრძენით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასეთი შეხვედრების დროს ვაცნობთ იმ პროგრესს, რასაც საქართველო აღწევს 12 რეკომენდაციების შესრულების მხრივ აღწევს. ამ თვალსაზრისით დედაქალაქებიდან მხარდაჭერას ვიღებთ. ჩვენ ასეთი შეხვედრები ოპტიმიზმს გვისახავს, რომ ოქტომბერში შეფასება და დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner