logo_geo
eng_logo
ნიდერლანდების პრემიერი: ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ბრძოლაში
- +

10 მაისი. 2023. 01:22

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის დაცვის აუცილებლობას გაუსვამს ხაზს, როდესაც ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას შეხვდება, რომელიც უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას აკრიტიკებდა.

ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ბრძოლაში“, - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს.

რუტემ აღნიშნა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს განუმარტავს, რატომ არის უკრაინის მხარდაჭერის საკითხი ეგზისტენციალური ნიდერლანდებისთვის, ევროპისთვის და მის ფარგლებს გარეთ.

„თუ პუტინი წარმატებული იქნება უკრაინაში და არა მგონია, რომ ეს ასე იქნება, ეს იქ არ დასრულდება. ხალხი წუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე ამსტერდამში, ბერლინში, პარიზსა და ევროპაში“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner