logo_geo
eng_logo
აშშ-მა უკრაინას 1.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
- +

10 მაისი. 2023. 00:34

აშშ-მა უკრაინას 1.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალებს და დრონებისთვ ის საჭირო საბრძოლო მასალას, ასევე აღჭურვილობას, რომელიც დაეხმარება დასავლეთის მიერ მიწოდებული საჰაერო თავდაცვის გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების ინტეგრირებას უკრაინის არსებულ სისტემებთან.

რუსეთის შეჭრიდან დღემდე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 36.9 მილიარდი დოლარი გამოუყო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner