logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ნებისმიერი შეზღუდვა ჩვენს ექსპორტზე ახლა აბსოლუტურად მიუღებელია
- +

10 მაისი. 2023. 00:45

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა მეზობელი ქვეყნების პროტექციონისტული ზომები, რომელიც ზღუდავს უკრაინული მარცვლეულის იმპორტს და აღნიშნა, რომ ეს ზომები აბსოლუტურად მიუღებელია.

2 მაისს, ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შემდეგ, ევროკომისიამ განსაკუთრებული და დროებითი პრევენციული ზომები მიიღო უკრაინიდან ცალკეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის მიმართ.

იმპორტის აკრძალვა ეხება უკრაინიდან სოფლის მეურნეობის ოთხ პროდუქტს - ხორბალს, სიმინდს, რაფსისა და მზესუმზირის თესლს. ის მიზნად ისახავს ამ საქონელთან დაკავშირებული „ლოგისტიკური პრობლემების აღმოფხვრას“ ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

„სამწუხაროდ, ჩვენ წავაწყდით პრობლემებს იქ, სადაც უნდა გვენახა სოლიდარობის ძლიერი ნიშნები, იმ საფრთხეების პროპორციულად, რაც დღეს არსებობს - მკაცრი და თუნდაც სასტიკი, ომის დროს, პროტექციონისტული ზომები ჩვენი მეზობლების მხრიდან. ნებისმიერი შეზღუდვა ჩვენს ექსპორტზე ახლა აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ეს არ გვაძლიერებს ევროპაში, არამედ აძლიერებს აგრესორის შესაძლებლობებს.“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner