logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ღირებულებები, რადგან მას ეშინია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის
- +

9 მაისი. 2023. 20:26

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს გაანადგუროს თავისუფლების ღირებულებები უკრაინაში, რადგან მას ეშინია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის.

ჩვენ ევროპელები ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დემოკრატიას, აზრისა და სიტყვის ჩვენს თავისუფლებას“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე კიევში ვიზიტის დროს.

უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები რუსეთში“, - განაცხადა მან.

მათ [რუსეთის რეჟიმს] ეშინიათ თქვენი წარმატებისა და მაგალითის, რომელსაც თქვენ აჩვენებთ და ეშინიათ ევროკავშირისკენ მიმავალი თქვენი გზის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner