ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა, რომ ჩინეთი შეინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს უკრაინაში ომის ყველა მხარესთან, რათა მიაღწიოს ცეცხლის ადრეულ შეწყვეტას.
„როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და პასუხისმგებელიანი ქვეყანა, ჩინეთი არც მეორე ნაპირიდან უყურებს ცეცხლს და არც ცეცხლზე დაასხამს ნავთს“, - განუცხადა ცინ განმა ჟურნალისტებს გერმანელ კოლეგასთან ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე.
„ჩინეთს სურს შეინარჩუნოს კომუნიკაცია შესაბამის მხარეებთან, მათ შორის გერმანიასთან, რათა მიაღწიოს ცეცხლის ადრეულ შეწყვეტას“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.