logo_geo
eng_logo
გერმანიის კანცლერი: ევროკავშირი მუდმივად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გასაუმჯობესებლად
- +

9 მაისი. 2023. 20:39

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მუდმივად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გასაუმჯობესებლად.

კითხვაზე, ემხრობა თუ არა ის სანქციების გაფართოებას, რომელიც ასევე მოიცავს ჩინურ კომპანიებს, გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ მიზანი არსებული სანქციების გაუმჯობესებაა და რომ სანქციების შემდეგი პაკეტი არ იქნება ბოლო.

8 მაისს, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთერთმეტე პაკეტი წარუდგინა.

[სანქციების ახალი პაკეტის] მიზანია, არ დავუშვათ, რომ რუსეთში ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის მეშვეობით რუსული სამხედრო კომპლექსის მომარაგება მოხდეს“, - განმარტეს ევროკომისიაში.

ევროკომისიის წინადადება მიზნად ისახავს 541 კომპანიას, მათ შორის 526 რუსულ კომპანიას და მოიცავს რვა ჩინურ და ჰონგ-კონგის კომპანიას, რომლებსაც ბრალად ედებათ რუსეთში სენსიტიური საქონლის რეექსპორტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner