logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ფარისევლურია არა მხოლოდ ქოლ-ცენტრების საქმეზე, გვახსოვს ქსენოფობიური კამპანია რუსი ეროვნების ადამიანებისადმი, ბოლოს კი აღმოჩნდა, მათზე ფართები ჰქონდათ გაქირავებული
- +

9 მაისი. 2023. 20:42

"ვხედავთ, რამდენად ფარისევლურია ჩვენი ოპოზიცია არა მხოლოდ ქოლ-ცენტრების საქმეზე, სადაც აღმოჩნდა, რომ თავად არიან მთავარი პერსონაჟები ამ პროცესში, არამედ სხვა დროსაც გვახსოვს, როგორი ქსენოფობიური კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული რუსული ეროვნების ადამიანების მიმართ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ თავად ჰქონდათ ფართები მიქირავებული რუსეთის მოქალაქეებზე," – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ ეს არის ოპოზიციის სახე.

ერთია, რასაც ისინი საუბრობენ მათივე მედიაში, მეორეა მათი რეალური სახე. ყველაზე კარგია, რომ ქართული საზოგადოება ამ რეალურ სახეს ხედავს, ამაზე მიუთითებს და ამაზე მიუთითებს არარსებული ის რეიტინგი, რაც მათ აქვთ. ფაქტობრივად, ხალხის ნდობა განულებული აქვთ. სწორედ იმიტომ, რომ ეს ნდობა არ აქვთ, შუალედურ არჩევნებში კანდიდატები არ დააყენეს. საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე და 2024 წელზე, ახლახან კი, კანდიდატის დასახელება ვერც კი გაბედეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner