დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას მეტი დახმარება უნდა მიეწოდოს, თუმცა დასძინა:
„მათ [უკრაინელებმა] აჩვენეს, რომ თავიანთი ქვეყნის ძალიან ეფექტური დამცველები არიან, მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ შეიძლება არ იყოს მარტივი, სწრაფი, გადამწყვეტი გარღვევა. იმედი მაქვს და ველი, რომ ისინი ძალიან კარგად იმოქმედებენ, რადგან უკრაინელებმა მოლოდინს გადააჭარბეს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ეს არის რეალური სამყარო. ეს არ არის ჰოლივუდის ფილმი“.
კლევერლიმ დასავლურ ქვეყნებს მოუწოდა, გააგრძელონ სწორი საქმის კეთება მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება უკრაინის შეტევა.