logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის, სწორედ ამიტომ თქვენი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია
- +

9 მაისი. 2023. 22:20

ათონელის ქუჩაზე ევროპის დღეების ფარგლებში კონცერტი „ევროპისთვის“ მიმდინარეობს. ღონისძიების დაწყებამდე მოქალაქეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია.

დღეს ევროპის დღეა. ეს არის პირველი ევროპის დღე მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, გისურვებთ ბედნიერ ევროპის დღეს“, - განაცხადა მიშელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner