logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა იმაში კი არ არის, ვინ - რისი თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, პრობლემაა ის, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში. ოპოზიციისთვის სულერთია, თუ რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა
- +

9 მაისი. 2023. 22:23

"ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილემ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარა. სწორედ ის იყო მთავარო ორგანიზატორი ამ გეგმის და დღემდე ის იმყოფება თანამდებობაზე," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის სულერთია - რამდენად ერევიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოს შიდა საქმეებში.

სამწუხაროდ, დღემდე ის საქართველოს არ გადმოსცეს, პირიქით, რამდენადაც ვიცი, თანამდებობაზე დააწინაურეს. ამიტომ, იმისათვის, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა დავინახოთ, საქართველოს უნდა გადმოსცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ამის შემდეგ შეიძლება სხვა საკითხებზე საუბარი. ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი, საქართველოში გულაგების სისტემის შემქმნელი ადეიშვილი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და კურირებს მართლმსაჯულების რეფორმებს და ამაშია ამ მდგომარეობის მთელი ცინიზმი. ნაცვლად იმისა, რომ ის ექვსწლიან სასჯელს იხდიდეს საქართველოს ციხეში.

რაც შეეხება არახამიას, პრობლემა იმაში კი არ არის, თუ ვინ რისი თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ყველა ადამიანი თავისუფალია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, პრობლემაა ის, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში. ოპოზიციას ვხედავთ, რომელსაც არანაირი შეგრძნება არ გააჩნია სახელმწიფოსი, სამშობლოსი, ქვეყნის. მათთვის სულერთია, თუ რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა. ასე, რომ პრობლემა არის იმაში, თუ რა განცხადებებს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი, არამედ მთავარია, ამას საქართველოში სწორი შეფასება მოჰყვეს და ვფიქრობ, რომ ეს შეფასება არის ამ მხრივ მარტივი, თუ დავფიქრდებით, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ჩვენს სამშობლოზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner