logo_geo
eng_logo
ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა-ამბასადორიალი გაიმართება
- +

9 მაისი. 2023. 23:25

2023 წლის 10 მაისს, ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა-ამბასადორიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილება წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა და ასევე გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner