logo_geo
eng_logo
აშშ-ში მეტეორიტი საცხოვრებელი სახლის საძინებელში ჩამოვარდა
- +

10 მაისი. 2023. 01:51

აშშ-ში მეტეორიტი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამის შესახებ CBS-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ნიუ-ჯერსის შტატში, ჰოუპველში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეტეორიტის სიგრძე 15 სანტიმეტრი, სიგანე კი 10 სანტიმეტრია.

მეტეორიტმა საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაანგრია და ერთ-ერთ საძინებელში ჩამოვარდა. ინციდენტის დროს სახლში არავინ იმყოფება. მეტეორიტი მოგვიანებით სახლის პატრონმა იპოვა.

ფრანკლინის ინსტიტუტის წამყვანი ასტრონომის, დერეკ პიტსის თმით, მეტეორიტის ასაკი შესაძლოა 4-5 მილიარდ წელს აღწევდეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner