logo_geo
eng_logo
ზაზა შათირიშვილი: თუ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კონსერვატიზმის ახალმა ტალღამ არ ჩაანაცვლა, ევროპის დეგრადაცია და იდენტობის მოშლა გარდაუვალი იქნება
- +

10 მაისი. 2023. 10:12

 

 

„ევროპარლამენტში გამართულმა გამოფენამ, რომლის არაფორმალური სათაური იყო „სექსუალური გეი იესო“, კიდევ ერთხელ გამოავლინა ოლიგარქიული ოჯახების მიერ შექმნილი ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის ნამდვილი არსი და მიზნები. ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან. სინამდვილეში, მისი მიზანია შეარყიოს ყველა ის საყრდენი, რომელსაც, ამ შემთხვევაში, ევროპისა და ევროპული ერების იდენტობა ეფუძნება. ამ საყრდენთა შორის ისტორიულად ყველაზე ძლიერი სწორედ ქრისტიანობაა და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ოლიგარქიული ოჯახების მტრული სტრატეგიის მთავარი სამიზნე სწორედ ქრისტიანობა და ქრისტიანული დოგმებია“, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, თუ ოლიგარქიული ოჯახების ჩანაფიქრი მსოფლიო მოსახლეობის ათჯერ შემცირების შესახებ აქამდე ვინმეს არარეალურად ეჩვენებოდა, ლგბტ პირების ამერიკული სტატისტიკის გაცნობის შემდეგ, წესით, საკუთარი აზრი სერიოზულად უნდა შეცვლოდა:

 

„ლგბტ პროპაგანდასთან ერთად, იმავე მიზანს ემსახურება სამეფო ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციები. ამის მაგალითი იყო ესპანეთის მეფის წინააღმდეგ აგორებული კორუფციული სკანდალი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მეგან მარკლის გამოჩენა, რაზეც უინძორებმა, საბედნიეროდ, დროული რეაგირება მოახდინეს და სხვ. იმავე მიზანს ემსახურება მრავალრიცხოვანი სკანდალები კათოლიკურ ეკლესიაში, რომლებიც მისი რეპუტაციის შერყევასა და დასუსტებას ისახავს მიზნად. ევროპულ იდენტობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მიგრაციული სქემები, რომელთა მეშვეობით ავთენტურ ევროპულ მოსახლეობას თანდათანობით აზიელი და აფრიკელი მიგრანტები ანაცვლებენ.

 

რამდენიმე ათეული წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაზე კონსერვატიულ სახელმწიფოში - დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი ინდოელი, ხოლო ლონდონის მერი და შოტლანდიის პირველი მინისტრი პაკისტანელები იქნებოდნენ. ევროპის დიდი ქალაქების უმრავლესობის მოსახლეობაში ადგილობრივებს უკვე უცხოელი მიგრანტები ჭარბობენ, რაც ევროპას ძალიან მალე მისი ავთენტური სახის სრულად დაკარგვას უქადის. აგენტოკრატიის პირობებში, ევროპულ საზოგადოებებს ამ გარედან თავსმოხვეულ პრობლემასთან დაპირისპირების არავითარი რესურსი არა აქვთ. ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევა ამერიკაში ლგბტ პირთა შესახებ. ამ კვლევამ აჩვენა, რომ საკუთარ თავს ლგბტ პირად 42 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 2,5 პროცენტი ასახელებს, თუმცა, 26-41 წლის ასაკის მოსახლეობაში აღნიშნული მაჩვენებელი 11 პროცენტს, ხოლო 18-25 წლის ასაკის მოსახლეობაში - 20 პროცენტს შეადგენს. ფსევდოლიბერალები და ლგბტ აქტივისტები წლების მანძილზე გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდით ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო. თუმცა, ამერიკული კვლევა და ლგბტ პირთა სწრაფად მზარდი სტატისტიკა სრულიად საპირისპიროს ადასტურებს.

 

თუ ოლიგარქიული ოჯახების ჩანაფიქრი მსოფლიო მოსახლეობის ათჯერ შემცირების შესახებ აქამდე ვინმეს არარეალურად ეჩვენებოდა, ლგბტ პირების ამერიკული სტატისტიკის გაცნობის შემდეგ, წესით, საკუთარი აზრი სერიოზულად უნდა შეცვლოდა. ფაქტია, რომ ოლიგარქიულ ოჯახებს საკუთარი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ყველაფერი ჰაქსლისა და ორუელის მიერ „საოცარ ახალ სამყაროსა“ და „1984“-ში აღწერილი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ მიჰყავთ. თუ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კონსერვატიზმის ახალმა ტალღამ არ ჩაანაცვლა, ევროპის დეგრადაცია და იდენტობის მოშლა, რაც საბოლოოდ ევროპის კეთილდღეობის საყრდენის მორყევასაც გამოიწვევს, გარდაუვალი იქნება. ასეა თუ ისე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოლიგარქიული ოჯახებისა და ფსევდოლიბერალების მანკიერი გეგმების მსხვერპლი ჩვენი ქვეყანა არ გახდეს. ამისათვის, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ზეწოლასთან გამკლავება, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას წინ უნდა აღვუდგეთ და უცხოელ აგენტებს საქართველოში მისი შემდგომი გავრცელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით და სიბრძნით არ დაუშვებს ერისთვის ფიზიკურად და სულიერად დამღუპველი იდეოლოგიის გამარჯვებას“, - წერს ზაზა შათირიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner