რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა.
აღნიშნულის შესახებ ბრძანება რუსეთის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.